მთავრობა პარლამენტში

გახარია ბოკერიას: გეთანხმებით, რომ სტატისტიკის გამოქვეყნების ნაწილში ჩავარდნაა

სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ ნაწილში ეს არის ჩავარდნა და შემიძლია ავიღო ვალდებულება ჩემს თავზე და დაგპირდეთ, რომ სტატისტიკური მონაცემები როგორც ყოველთვიურ ასევე კვარტალურ ჭრილში იქნება გამოქვეყნებული. დეტალური და ჩაშლილი. მარტივი მიზეზის გამო, გამოწვევების დანახვა საზოგადოებასთან და თქვენთან ერთად გამოწვევების დანახვა ჩვენთვისაც გარკვეული ინსტრუმენტია, იმისთვის, რომ შემდეგ მოვახდინოთ საზოგადოებასთან კონსოლიდირება, იმიტომ რომ ნათლად გვესმის, რომ მაშინ, როდესაც არასრულწლოვნებსაც აქვთ გამოძიებასთან თანამშრომლობის პრობლემა გარკვეული ფასეულობების გამო, ე.ი რაღაც არასწორად ხდება.

გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა შსს-ის დანაშაულის სტატისტიკის შესახებ. უწყებას დანაშაულის სტატისტიკა 2016 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, არ გამოუქვეყნებია. 

კომენტარები