გინება პარლამენტში

გიორგი კვირიკაშვილი: ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე სხვა ყველაფერი

ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერმინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო, რომ გამოეყვანა პრინციპში მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, მანამდე რაც ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიასთვის გინების გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები