გინება პარლამენტში

ვოლსკი: ღირსების ხელყოფას და დამცირებას ხშირად სწორედ ასეთი რეაგირება მოჰყვება

პრემიერმა თვითონ საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა თავისი აღელვება, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელზეც გათვლა კეთდება ადამიანების მხრიდან. ეს არის ღირსების ხელყოფა, დამცირება, უზრდელობაში აშკარა გადასვლა, რასაც რეაგირება ხშირად მოჰყვება ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ,

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიოორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები