კვირიკაშვილი: ილია II-მ რთულ პერიოდში ხელში აყვანილმა გამოატარა ჩვენი საზოგადოება

არ შემიძლია, არ გავუსვა ხაზი იმ იუბილეს, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს 40 წლის იუბილე მისი პატრიარქობის, მისი მეუფების. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ 40 წლის განმავლობაში საქართველოში აღორძინდა სულიერება. ეს იყო ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც პატრიარქმა მართლაც ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება და ეს არის ადამიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მთელს ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად რელიგიური კუთვლინებისა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან, დაშორებითაც ჩვენს რეგიონში და უფრო ფართოდაც ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა ამაყობს. მე მინდა დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით მივულოცო მას ეს იუბილე, ასევე 85 წლის იუბილე და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მეუფება საქართველოს საკეთილდღეოდ. 

თქვა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტი დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენს. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები