გინება პარლამენტში

ბესელია: ზღვარი გადის ადამიანის ღირსებაზე, რთულია ემოციის კონტროლი ყოველთვის

რთულია ემოციის კონტროლი ყოველთვის. მე მესმის, რომ პრემიერს, და მას ესმის ეს ყველაზე კარგად, რომ აქვს ყველაზე მაღალი თმენის ვალდებულება და მან ეს აჩვენა გუშინ, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის ადამიანის ღირსებაზე. როდესაც ასეთი ზღვარგადასული ვითარება იქმნება პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პარლამენტში ზის და მას არ აქვს პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტიც კი, ძალიან რთულია შემდეგ უკვე მოსთხოვო პრემიერს უემოციო სახით უყუროს ამ ყველაფერს.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიოორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები