გინება პარლამენტში

სესიაშვილი: ენმ-ის ქცევა სირცხვილი იყო, მათ პროვოკაციას პრემიერმა ღირსეულად უპასუხა

ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო, ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე. ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო უბრალოდ სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მათ პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები