მთავრობა პარლამენტში

ქანთარია კვირიკაშვილს: გყავთ მტრები, რომლებიც შხამით არიან გავსებულები​

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ადამიანური, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე წარმოდგენილი საქმიანი მოხსენებისთვის. თუ არ ვცდები მეხუთედ მიხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 2012 წლის შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნდობის შემდეგ გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლა იწყება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას, გავიხედო, გამოვიხედო და ვთქვა, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი და ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ და აი ახლა ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებული, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონ მოინელებთ

თქვა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

კომენტარები