გინება პარლამენტში

გია ნოდია პრემიერის გინებაზე: შეიძლება ითქვას, კაცმა საჯაროდ ჩა**ვა

აი, ახლა გახდა კვირიკაშვილის გადადგომის თემა ნამდვილად აქტუალური. მანამდე ჩვეულებრივი ჭორები იყო. შეიძლება ითქვას, კაცმა საჯაროდ ჩაი**ა.

ნიკა მელია რა ტიპია და რამდენად სწორ თუ სულელურ რამეს ეუბნებოდა, თემას საერთოდ არ ეხება. "ღირსების დაცვაზე" ლაპარაკი ხომ სრული არაადექვატურობაა. ბარემ დუელი აღვადგინოთ.

უცებ წარმოვიდგინე, გაეროს ასამბლეაზე გამოდის ჩვენი პრემიერი და ვიღაცამ "პროვოკაციული" შეკითხვა დაუსვა. ვაიმეეეეე.

ისე კონკრეტულად პრემიერს ერთი გამოკვეთილი პოზიტივი ჰქონდა: კორექტული და გაწონასწორებულიაო, ამბობდნენ. თურმე როგორ უჭირდა კაცს!

სამაგიეროდ, ახლა კორკოტას მოეწონება

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ საქციელს აფასებს. კვირიკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას უმცირესობის სხდომაზე აგინა

კომენტარები