საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი: ეკლესიას, პატრიარქსა და პრემიერს ერთი და იგივე ძალები ებრძვიან

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დედა ეკლესიისა და პატრიარქის სიყვარულისთვის, მისი ღვაწლის დაფასებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გარკვეული ძალების მხრიდან მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ და ვფიქრობ, იგივე ძალები აწარმოებენ თქვენს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას, რადგან მათთვის მიუღებელია თქვენი დამოკიდებულება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მეტი ყურადღება მიაქციოთ ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აუცილებელია ამ ძალების გამოაშკარავება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის სხდომზე, სადაც მთავრობას ამტკიცებენ, პრემიერმინისტრს მიმართავს.

კომენტარები