გინება პარლამენტში

გახარია ენმ-ზე: დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია - მის არსებობას მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი. საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.

შს მინისტრი 20 დეკემბერს, ენმ-ის წევრ ნიკა მელიასა და პრემიერმინისტრს შორის დაპირისპირებაზე, სადაც კვირიკაშვილმა დეპუტატს აგინა. "სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ უუნარო" - სიტვიერი დაპირისპირება ნიკა მელიას ამ განცხადებიდან მალევე დაიწყო.

კომენტარები