საპენსიო რეფორმა

კვირიკაშვილი საპენსიო რეფორმაზე: ეს არ არის გადასახადი, ეს არის შენატანი

სავალდებულო შესატანი იქნება, არსებული გადასახადებისგან დამოუკიდებლად. ეს არ არის გადასახადი, ეს არის შენატანი, არსებული გადასახადები არ შეიცვლება. როდესაც შემოვიღებთ საპენსიო სისტემას, მისი მიხედვით დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ორ-ორი პროცენტის თანასუბსიდირებას ახდენს, კონტრიბუციას საპენსიო სისტემაში. არსებული სისტემით საკმაოდ დაბალი გადასახადები გვაქვს, მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ დაბალი გადასახადებით, ამიტომ, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ 2% დამატებითი კონტრიბუცია დავაწესოთ საპენსიო შენატანის სახით. არ არის ეს გადასახადი, ეს არის საპენსიო ფონდში თანადაფინანსების კონტრიბუცია.

პრემიერობის კანდიდატი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. ბოკერიამ, საგადასახადო ტვირთის ზრდაზე საუბრისას, მთავრობას მოუწოდა, საჯაროდ პირობა დადონ, რომ "ილუზორული საპენსიო რეფორმის დროშის ქვეშ" გადასახადებს კიდევ 2%-ით არ გაზრდიან.

კომენტარები