გახარია: მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე საუბრის არგუმენტებს ჯერ ვერ ვხედავთ

იქ, სადაც ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, გვაქვს სერიოზული შანსი, რომ მივაღწიოთ დიდ პროგრესს. როდესაც შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა ძალზედ დიდი ხნით ხდება, აქ არის გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ. მომხმარებლის შემოწმების ფორმებიც არაადეკვატურია დღეს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არის მარტივად გადაწყვეტადი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანაზე უკვე მოცემულობაა და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. იმპლემენტაციის პერიოდში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ გაგვექცეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშნვნელობაზე აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს - შსს-ს ერთერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ამ ნაწილში, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, მაგალითად სად არის ზღვარი მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის? ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომელიც ასე თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, რომ მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ. დღეს ვერ ვხედავთ, რომ საზოგადოება, თუნდაც ეკონომიკურად, ამისთვის მზად არის. შსს არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე. თუ დაგვანახებთ, მაგალითად, სად არის ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი.

შს მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები