ქალთა მიმართ ძალადობა

პრემიერი: ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი პრობლემა ქვეყნის ღირსების საკითხია

ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა, მართლაც და ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია. რაღაცეებით მოგვაქვს თავი და დღე თუ კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა (თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს) ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თანაც ძალიან სასტიკი ფორმით, უბედურება ხდება პირდაპირ ქვეყანაში ამ მიმართულებით. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მეტალური პრობლემა გახლავთ.

ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და პირადად მხარს დავუჭერ, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო, რამდენიმეჯერ გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით.

პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხომაზე გამოსვლის ბოლოს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საკუთარი ინიციატივით ისაუბრა.

კომენტარები