ჩხუბი პარლამენტში

ხოშტარია: გუშინ პარლამენტში ერთმანეთის დასანახად განსაკუთრებულად "მამაცობდნენ"

გუშინ ღამე პარლამენტში საოცარი საყურებელი იყო, როგორ გარდაიქმნენ ეს ცალ-ცალკე ვითომ არცარაფერი ადამიანები ჯგუფურ მოძალადეებად (ყველა არა), ერთმანეთის დასანახად განსაკუთრებულად 'მამაცობდნენ', ეჯიბრებოდენ ვინ უფრო მაგრა გაიქაჩებოდა და შეიგინებოდა და რეალურად მისდევდენ ერთ კაცს დარბაზში, სადაც მანდატურიც უამრავია და დაცვაც. რომ გააჩერებდი არ გცხვენია, რას აკეთებ მაგარი რეაქციები იყო, ზოგს ბუზივით უნდოდა მოექნიე მოეშორებინე იმიტომ, რომ წინ ლუკმას ხედავდა და ებლანდებოდი, ზოგი თითქოს უცებ ფხიზლდებოდა, ზოგს არც ესმოდა ექსტაზში, ზოგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საგმირო საქმეში ვუშლით ხელს,ღირსების დაცვაში (როგორც ასწავლეს), მაგრამ ვერ აყალიბებდენ აზრს.

რაც მთავარია, ჰიმნის დროს სულ ცოტა ხანში ყველა გაჯგიმული იდგა, თითქოს ესმით, რომ უბრალოდ რაღაც მიკროფონებიან ოთახში არ დგანან და რაღაც პასუხისმგებლობას ატარებენ. ან შეიძლება ჰიმნის დროს საკუთარ 'ღირსებას' კიდე უფრო მაგრა გრძნობდენ.

ამ ფონზე ოცნების არაერთი შეწუხებული და სევდიანი სახე, რაღაც ნაპერწკალად მოჩანდა.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გუშინ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

კომენტარები