ჩხუბი პარლამენტში

ვოლსკი: კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარაა, როცა ზღვარს გადაცდება

ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, რითაც ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ფრაქციის ხელმძღვანელი. დესტრუქციული განცხადებების გაკეთება რომან გოცირიძემაც არ დააკლო. ნაციონალურ მოძრაობას ძირი რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს. ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება გააკეთოს. ყველაფერმა უზრდელობის პიკს მიაღწია. საქმე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს, ამის მიუხედავად, კითხვები კრიტიკული იყო და პასუხები საინტერესო. ყველანარი კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარ არის, როცა ზღვარს გადაცდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გუშინ პარლამენტში მომხდარი დაპირსიპირების შესახებ

კომენტარები