კახა კალაძე

კახა კალაძე: მიზანმიმართულად ხდება სკვერების, საახალწლო განათებების დაზიანება

ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება. ძალიან სამწუხაროა. მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც. როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო განათებების დაზიანებასთან დაკავშირებით. წყარო ipn.

კომენტარები