გიორგი გახარია

გახარია: საპოლიციო კონტროლი ჩავატარეთ, იმიტომ რომ სტატისტიკა ფუჭდებოდა

სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია, თუმცა, ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაციაც და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება - სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა ამ ღონისძიებისთვის, რომელიც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ასევე, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას. თუმცა, დღევანდელი სიტუაციის შეფასების შედეგად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძება უნდა ჩატარებულიყო ახალი წლის წინ პრევენციის მიზნით. და შედეგებმაც დაადასტურა გამოწვევების ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა. შედეგები არის საკმაოდ მასშატბური.განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებას - იცით, რომ კილოგრამი ჰეროინი იყო ამოღებული.

თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდები ჩაატარა. შეამოწმეს 52 ათასი ადამიანი, დაკავებულია 127.

კომენტარები