საპოლიციო კონტროლი

ტურაშვილი: უფორმო პოლიციელი არის არშემდგარი ძველი ბიჭი, არ დაემორჩილოთ მათ

პოლიციელს, რომელიც აღჭურვილია ფორმით, შესაბამისი ეკიპირებით და აქვს შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა, რომ პოლიციელია და თქვენთან შემოდის კონტაქტში, მას უნდა დაემორჩილოთ, მას აქვს უფლება გაგაჩეროთ, შეკითხვა დაგისვათ, მაგრამ როგორც კი თქვენთან შემოდის კონტაქტში ადამიანი, რომელსაც ფორმა არ აცვია და "გებლატავებათ", ის არის არშემდგარი ძველი ბიჭი და არ დაემორჩილოთ ასეთ ხალხს

მწერალი დათო ტურაშვილი საუბრობს შსს-ის მიერ ორგანიზებულ საპოლიციო კონტროლზე, რომლის დროსაც 127 პირი დააკავეს, მათ შორის პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც ამბობს, რომ უფორმო პოლიციელებმა მას სცემეს. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა არჩევანი

კომენტარები