გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით

მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს ხალხთან დიალოგი, განსაკუთრებით, მე მაქვს მხედველობაში ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები. ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების, პრობლემების მოსმენა. 

თქვა დღეს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მან 2017 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა. პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის დამტკიცებისას თქვა, რომ 2018 წელს დიალოგის წლად აცხადებს.

კომენტარები