არასრულწლოვანთა დანაშაული

პრემიერი: მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ მოზარდთა დანაშაულის შესამცირებლად

შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება. საპატრულო პოლიცია უფრო მოქნილი და მოდერნიზებული გახდება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ ჩვენი ინიცირებით და ამ მიმართულებით ჩვენ, დარწმუნებული ვარ, კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და არასრულწლოვანთა შორის ძალადობა შორის მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები