ქართული ოცნება

ჩუგოშვილი მერაბიშვილზე: პოლიტიკურ მოთხოვნებს მისი წარმომადგენლები აყენებენ

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულია სამართლებრივი გადაწყვეტილებები, ეს გადაწყვეტილებები იურიდიულად სწორია. შესაბამისად, პოლიტიკურია ის მოთხოვნები, რომლებსაც მისი წარმომადგენლები აყენებენ. მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ეჭვის შეტანა არ არის სწორი და დასაბუთებული და არანაირ სანქციებზე საუბარი გამართლებული არ არის. არავის არანაირი სანქციების მოლოდინი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საუბრობს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ნოემბერში მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, ყოფილი პრემიერის მხარდამჭერები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მერაბიშვილი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან

კომენტარები