განათლება

განათლების მინისტრი: უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდება

დაიწყება ძალიან მალე უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება, მათი ავტორიზაციის სტანდარტების კუთხით. ის უმაღლესები, რომლებიც ამ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია, ახალი სტუდენტების მიღების უფლება. თავდაპირველ ეტაპზე ეს შემოწმება მოხდება ცხადია არსებული სტანდარტებით, შემდგომში კი ახალი სტანდარტების შემოღებაც მოხდება. ვინც უკვე სწავლობს მათ შეეძლებათ ან აღნიშნული სასწავლების დამთავრება, ან მობილობით სხვაგან გადასვლა. შეიძლება უნივერსიტეტებს ხარვეზების გასასწორბელად გონივრული ვადაც მიეცეთ. გეტყვით, უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდება. ჩვენ გვყავს შესაბამისი ექსპერტები, ვინც ამ სასწავლებლებს შეაფასებენ, მაგრამ გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რაოდენობა სავარაუდოდ, შემცირდება.

იმედის ეთერში ამბობს განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი

კომენტარები