საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე შიო: სეკულარისტულ აზროვნებაში მარადისობის ცნება სრულიად გამორიცხულია

თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ მართლაც ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება ჩვენ მისი წყალობისამებრ, მაშინ მართლაც ყველაფერი აზრს კარგავს. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და მარადიული უკვდავების და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია. რომ მარადისობა საერთოდ არ იგულისხმება, არსად არ ჟღერს არც ერთი დიდი ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. ისტორიაც აზრს კარგავს. თუ ჩვენ წავშალეთ და დავივიწყეთ ის, რაც არ არის მარადისობა, სადაც ეს ყველაფერი აღირაცხება და სადაც ჩვენ მოგვეგება მარადიული სიხარულით და ღვთის მადლით

განაცხადა 31 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დადგენილმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა

კომენტარები