მეუფე გრიგოლი: ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული

ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი ჩვენგან ელოდება საერთო ვითარების ღრმად გაცნობიერებას და პრინციპულ მიდგომას; უკან დასახევი გზა არ გვაქვს! ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ჩვენგან ითხოვს უდიდეს ძალისხმევას და დიდ მოთმინებას, მიზანდასახულობას და გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმას; ეს არის ჩვენი ვალდებულება ქრისტიანულიც, მამულიშვილურიც, მოქალაქეობრივიც. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ 2017 წელი დაღდასმული აღმოჩნდა ე.წ. ციანიდის საქმის გამო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საქართველოს საპატრიარქოს ავტორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირი იქნა გასამართლებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ეს საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ის მდგომარეობა, რომ ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რაც ჩვენგან, სასულიეროთაგან (და არა მხოლოდ სასულიეროთაგან) მდგომარეობის ღრმა ანალიზსა და თანამედროვე რეალობაში გააზრებას ითხოვს

ნაწყვეტი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილიდან, ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი
მოკლე ბმული: