ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში. მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში. ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის.
tbl.ge/2psg
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკადემიკოს მარიკა ლორთქიანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მარიკა ლორთქიფანიძე დღეს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.