პანკისის სპეცოპერაცია

კაპანაძე: არის ლეგიტიმური კითხვები პანკისის სპეცოპერაციისას ძალის გადამეტებაზე

არსებობს ორი ტიპის კითხვები, პირველი ეხება ჩატაევთან დაკავშირებლ ისტოირას, ანუ როგორ იქნა ის ჯერ გაშვებული ციხიდან, შემდეგ როგორ მოხდა მისი წასვლა საქართველოდან, შემდეგ დაბრუნება საქართველოში, იმის ფონზე, როდესაც ის იყო შავ სიაში შეყვანილი ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ეს არის მთავრი კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხები უნდა გაეცეს და იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული. გარდა ამისა, არის სხვა ტიპის კითხვები, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა იყო თუ არა საჭირო ძალის ისეთი გამოყენება, როგორიც მოხდა, რამაც შემდეგ გამოიწვია ამ ახალგაზრდა ადამიანის [თემირლან მაჩალიკაშვილის] გარდაცვალება.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პანკისის სპეცოპერაციის შესახებ. სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები