ნარკოპოლიტიკა

კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: მნიშვნელოვანია პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა

ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ განხილვებში. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ ვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და ზუსტად ასეთი განხილვის, ძალიან ფართო ჩართულობის განხილვის საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება. 

თქვა ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას. საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა. მიზეზად დაასახელა, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი.

კომენტარები