სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სესიაშვილი: ტერორისტებს რომ გეგმა შეესრულებინათ, ქვეყნის განვითარება შეჩერდებოდა

ქვეყანა ავაცილეთ სერიოზულ საფრთხეებს. მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს. მინდა უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ. ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნებოდა, რაც ისევ და ისევ ჩვენს მოსახლეობას უბრუნდება. არის ემოციური ფონიც და აქ მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს. საუბარი იმაზე და ფონის შექმნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და რომ აქედან თავისუფლად მიდიან, არის ტყუილი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დარტყმა

პალიტრანიუსის ეთერში ამბობს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი

კომენტარები