პატრიქრქის მოსაყდრე

მეუფე შიო: ადამიანი უნდა ზრუნავდეს სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე

ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის რამდენიმე დღეში. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ 8 წლის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული.

განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან წინადაცვეთის საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ. მეუფე შიოს ქადაგებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები