აფგან მუხთარლი

ქუცნაშვილი მუხთარლის საქმეზე: მაინტერესებს, მაგრამ არაა ჩემი პრიორიტეტული საკითხი

ეს არ არის ჩემი დღის წესრიგის საკითხი. მე უფრო ჩემი მოქალაქეების პრობლემები მაინტერესებს... მაინტერესებს, მაგრამ არაა ჩემი პრიორიტეტული საკითხი. ზოგადად ქვეყნის იმიჯზე ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ ცალკეული შემთხვევები ყოველთვის იქნება. 

თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-თან აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას. რამდენიმე თვის წინ საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

კომენტარები