NDI-ის კვლევა

სუბარი NDI-ზე: არ დავიჯერებ მონაცემებს, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება 0%-იანია

ზოგადად, მე NDI-ს კვლევების ცალკეულ ციფრებზე შეფასებებს არ გავაკეთებ. 1,9% არის ცდომილება, როგორც იქ წერია და ამ დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, თითქმის ყოველ არჩევნებზე დაახლოებით 20%-იანი ცდომილებაა. ევროკავშირს რამდენი უჭერს მხარს და ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე რამდენია, ამას ვერ გადავამოწმებთ და არჩევნებში რომელი პარტია რამდენს იღებს, ამას ვამოწმებთ ყოველ არჩევნებზე. მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა. მთლიანობაში, არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე.

კომენტარები