ინციდენტი კლუბ ბასიანთან

გახარია: სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები

იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კლუბ ბასიანთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ. თბილისში, კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა.

კომენტარები