გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ნარკოტიკი ცუდია, კითხვა არის - ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იყოს?

ვინ აკეთებს ნარკოტიკების პროპაგანდას? ყველა შეთანხმებულია, რომ ნარკოტიკი ცუდია - კითხვის ნიშანი დგას, ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს? მე ვიცი, რომ ჰეროინი ცუდია, კოკაინი ცუდია, ელესდე ცუდია და მარიხუანა ცუდია, ისიც ვიცი, რომ სიგარეტი ცუდია და ისიც ვიცი, რომ ალკოჰოლი ძალიან მავნებელია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამისთვის უნდა გავრიყოთ. ჩვენ ჰო ამ ადამიანების გამოსწორება, ამ პოლიტიკით ვერ შევძელით, მაგრამ რა შევძელით? გავრიყეთ ეს ადამიანები საზოგადოებისგან. როგორც კი ადამიანი გახდა რაღაცაზე დამოკიდებული, ჩვენს მოვახერხეთ საზოგადოებამ ვთქვით უარი გავკიცხეთ და ვუბიძგეთ მას კრიმინალური სამყაროსკენ. 

კომენტარები