ალეკო ბეგალიშვილი

ბეგალიშვილი: არ მინდა ისეთი ქალი, ვინც ჩემამდე 9 კაცთან იწვა, რამე არ ამკიდოს

სამწუხაროდ, ჩვენებმა ზომა-წონა არ იციან. რაღაცები რომ "პრადვინუტობა" ჰგონიათ, სინამდვილეში, "სიქაჯეში" გადასდით. ახლა "ბასიანზე" ოთახი გაიხსნა. ბნელი ოთახია, შედიხარ და სექსი გაქვს – კაცთან, ქალთან. მოკლედ. ვისთანაც გინდა და რომ გამოდიხარ, ვისთან იყავი, არ იცი.

რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში "მაგრად ერხევათ". ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად "ტეხავს."  რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო "პრადვინუტი" ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი .

მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ჟურნალ თბილისელებთან.

კომენტარები