NDI-ის კვლევა

მაღრაძე: შეიძლება, არ ჰქონდათ ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდათ

თუკი, მაგალითად, ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა. ესეცაა. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც გარკვეულმა რაოდენობამ იცის, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებით არის დაკავებული.

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე NDI-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

კომენტარები