საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სერგეენკო: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული მოულოდნელობა იყო. სრული არა, რადგან რამდენიმე თვის წინ ისევ მედიისგან გავიგე, რომ თითქოს ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა. გიდასტურებთ და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩემი კანდიდატურა არანაირი ფორმატით არ განიხილება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე.

პირველი არხის ცნობით, თქვა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც უარყო.

კომენტარები