არჩევნები 2018

ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ვფიქრობ, საპარლამენტოსთვის ვემზადები

პოლიტიკიდან არსად წავსულვარ. ამ ჯერზე ვერ გავიმარჯვე და ამიტომ გული გამიტყდა და გავბრაზდი, ამის თქმა ძალიან არასერიოზული იქნება. ერთი შეხედვით, ზედაპირული კაცის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, ვიცი ზუსტად, მაგრამ პოლიტიკას ძალიან სერიოზულად და სიღრმისეულად ვუყურებ, ამ საქმეში სათამაშოდ არ ვარ შესული და მინდა, სანამ ენერგია და ჯანი მექნება, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ ქვეყნისთვის. გუნდი, რომელიც შემოკრებილი მყავდა, არ დამიკარგავს. თებერვლიდან, არ ვიცი, რა ერქმევა ამას, კლუბი, პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა - ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებ გააქტიურებას. ორგანიზაციული პოლიტიკური ფორმით ვიქნები პოლიტიკის მონაწილე. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის არა მხოლოდ ვფიქრობ, არამედ ვემზადები. პოლიტიკაში მყოფი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი შესაძლებლობა არის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის კატასტროფის პირას, დაჭაობებული, ხალხი არის გაღატაკებული. 

თქვა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

კომენტარები