ტრანსპორტი

უგულავა: კალაძეს ერთი სინდრომი აქვს, გამდიდრებულს სიღარიბე უტყდება და თვალს ხუჭავს

სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრა არ ხდება ერთ დღეში, აბსოლუტურად არასწორია ტაქსებზე მივარდნა. სამწუხაროდ, კალაძეს ერთი სინდრომი აქვს - ადამიანი, რომელიც გამდიდრდება, სიღარიბე უტყდება და სიღარიბეზე თვალს ხუჭავს. რაც არ უნდა თვალი დავხუჭოთ მერმა თუ პრემიერმა, სიღარიბე არ გაქრება. თავის დროზე, როცა რეგულაციებზე ვსაუბრობდით, სპეციალურად დავტოვეთ ტაქსები რეგულაციების და გადასახადების გარეშე. ვინაიდან დღევანდელ პირობებში ტაქსი არის არა მარტო გადაადგილების საშუალება, არამედ ბევრი ადამიანი, რომელსაც აღარ აქვს სამსახური და ჰყავს მანქანა, თავის საკუთარ ქალაქში ტაქსაობს და ლუკმა პურს შოულობს. ჩვენი საზოგადოება არ გამდიდრებულა და უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც მართლა ლუკმა პურს შოულობს ამ საქმით

თბილისის ყოფილმა მერმა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ეს "ინტერპრესნიუსს" უთხრა ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის შესახებ ტაქსების რეგულირებაზე

კომენტარები