ბაღების დახურვა

კალაძე: მშობლებს თუ შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, ჩვენ უფლებას არ მივცემთ

როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩვენს შვილებს, კომპრომისზე ვერ წავალთ. პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს. ყველა მიმართულება, სადაც პრობლემები არსებობს, იქნება მოწესრიგებული. მშობლებლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებს და უფლებას არ მივცემთ, რადგან ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ შვილები ავარიულ ბაღში არ ატარონ. ჩვენ ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავარიულ ბაღებში, სადაც სწავლა შეწყდა, რეაბილიტირებული იყოს და მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. 

თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარი თბილისში სამი ბაღის დახურვის შესახებ. დღეს დილიდან, თბილისის N19, N84 და N125 საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება შეწყდა. ბაგა-ბაღების სააგენტო მიზეზად შენობების არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს. კალაძის ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები