საქართველოს საპატრიარქო

ილია II: მე პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია

ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას.

კომენტარები