ნარკოპოლიტიკა

ზარდიაშვილი: სრული სიცრუეა, რომ საქართველოში არის დრაკონული ნარკოპოლიტიკა

სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკული საშუალებებით სხვის შვილებს წამლავს. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკების გასაღების ფაქტეზე იქნება დაკავებული. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვისაც ჰგონია, რომ 400, 500 და 600 ადამიანის მოსახმარი ნარკოტიკი ჯიბეში უნდა ედოს. ბახალას დაკავება თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოხდა. შესაბამისად, გამორიცხული იყო ავტობანზე ვინმე სხვა ფეხით მოსიარულე მოწმე ყოფილიყო. გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ბახალა ზემოქმედების ქვეშ იყო და ჯიბეში აღნიშნული ნარკოტიკები ჰქონდა. სრული სიცრუეა, რომ საქართველოში არის დრაკონული ნარკოპოლიტიკა და მოხმარებისთვის სასჯელს ათასობით ადამიანი იხდის. ეს არის ცილისწამება. 

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები