ნარკოპოლიტიკა

ზარდიაშვილი: სახელმწიფო "თეთრი ხმაურის" და "ბასიანის" შანტაჟის ქვეშ ვერ მოექცევა

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გააქტიურდა უწყებათაშორისი კომისია. სახელმწიფო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას დააფიქსირებს. მინდა შევაქო ყველა სამართალდამცავი, ვინც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში არ გავრცელდეს ნარკოტიკები და გამსაღებლებს სხვისი შვილების მოწამლვის საშუალება არ მიეცეთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას ასეთი ეფექტური მუშაობისთვის. სახელმწიფო ვერანაირი “თეთრი ხმაურის“ და კლუბ “ბასიანის“ შანტაჟის ქვეშ ვერ მოექცევა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებს რეფორმას, რომელიც იქნება ლიბერალური მომხმარებლების მიმართ, მაგრამ ძალიან მკაცრი და დაუნდობელი ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ჩვენ ახალ კანონპროექტს მივიღებთ, რომელიც მთავრობაში მუშავდება და არა “თეთრი ხმაურის“ და კლუბ “ბასიანში“ დაწერილ კანონპროექტს, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებასა და გასაღებისთვის ძალიან მცირე სასჯელებს გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შესახებ, ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

კომენტარები