ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი: ახლა ყველა გაიგებს, რომ ქართველი ვარ და არა რუსი ან ამერიკელი

იაპონიაში ყველა გახარებულია, ვინც საქართველო არ იცოდა ყველამ გაიცნო. ზოგს რუსი ვეგონე და თავიდან გვაცხადებდნენ "გრუზია", მერე ბოლო 2 წელია, როგორც Georgia. ბევრ ადამიანს და ბევრ იაპონელს ეგონა, რომ ვიყავი ამერიკელი. ყველა გაიგებს ალბათ, რომ არც ამერიკელი და არც რუსი ვარ, ქართველი ვარ.

თქვა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ცნობისთვის, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, რომელმაც იაპონელი შოჰოძანი დაამარცხა,საიმპერატორო თასის მფლობელი გახდა.

კომენტარები