სამშენებლო რეგულაციები

კალაძე: თუ მაღალი ჯარიმა დაეკისრება, ინვესტორის ინტერესი იქნება უსაფრთხოების დაცვა

სამშენებლო რეგულაციების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან, რადგან იმდენად მცირეა ჯარიმა, რომ ინვესტორს, რომელიც პროექტს ახორციელებს, არ აქვს იმის მოტივაცია, რომ იქ მომუშავე ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. როდესაც მაღალი ჯარიმები დაეკისრება, ინვესტორის ინტერესი იქნება, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. 

შეუძლებელია, ადამიანები მოპირკეთებით სამუშაოებს ასრულებდნენ ყოველგვარი დამცავების გარეშე, ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგები. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და პარლამენტს რამდენიმე დღეში, ჩვენს შეხედულებას წარვუდგენთ.

თბილისის მერი კახა კალაძე ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

კომენტარები