დემოკრატია საქართველოში

კენეტ იალოვიცი: პრემიერს მთავრობის გარედან მინიჭებული ძალაუფლებაც უნდა ჰქონდეს

საქართველოში ყოფნის დროს ერთი საკითხი, რომელზეც ბევრგან მესმოდა, იყოს ის, რომ უსაფრთხოების ზოგიერთი სამსახური ისე მკაცრად არ კონტროლირდება, როგორც საჭიროა. გასულ წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებს. როცა მე საქართველოში ვმუშაობდი, საქართველოს არ ჰყავდა გამართული მთავრობა. მთავრობა უფრო ინდივიდუალური პირების ჯგუფი იყო, რომლებიც შევარდნაძის დაქვემდებარებაში იყვნენ. დღეს პრემიერ მინისტრის ყოლა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ პრემიერ მინისტრს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, რომელსაც მას არა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე, არამედ მთავრობის გარეთ მყოფი ადამიანებიც მიანიჭებენ. ამ მხრივ, უდავოდ, ბევრი რამაა გასაკეთებელი. ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა. ვფიქრობ პროგრესი დიდი, მაგრამ ჯერ ისევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამერიკის ხმას ესაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე

კომენტარები