საზოგადოებრივი მაუწყებელი

გოგელია: ბორდის ყოფილ წევრზე ზედმეტი ჰონორარის გაცემა ბუღალტრის შეცდომაა

თუ რომელმა წევრმა აიღო ეს თანხა, მოდით ნუ დავაკონკრეტებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქმეს სამეურვეო საბჭოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩვენ არც ბუღალტერიასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ბუღალტრული შეცდომა. მოხდა როტაცია, ორმა წევრმა დატოვა თანამდებობა და შემოვიდნენ ახალი წევრები. როდესაც როტაცია მოხდა, არ იყო მისი გვარი ამოღებული სიიდან. როდესაც კორექტირება წავიდა, მერე რა თქმა უნდა შეუწყდა ჰონორარის მიცემა. ეს მაუწყებლის ბუღალტრული შეცდომაა.

საზოგდოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აუდიტის სამსახურის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ბორდის ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. გრიგოლ გოგელიას კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები