თბილისის მერია

კალაძე: იმ ტაქსისტების შვილებიც აქ ცხოვრობენ, შეუძლებელია ამ ქალაქში ცხოვრება

ქალაქის განვითარებას, ქალაქის წინსვლას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ გვინდა სუფთა, ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ეს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ტაქსების რეგულირებით ვერ მოხერხდება. არის მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ და დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ტაქსების რეგულირება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იმ ტაქსისტების შვილებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ჩვენი შვილებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და ის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, შეუძლებელია ასე გაგრძელება და ამ ქალაქში ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი არ იქნება მოწესრიგებული.

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

კომენტარები