გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: საქართველოში ვეღარ მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს გამორიცხულია!

მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული! ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას!

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საუბრობს, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა.

კომენტარები