ჯანელიძე: საქართველოს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დავაბრუნეთ

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა უპრეცედენტოდ აქტიური იყო იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

მაშინ, როცა ბატონი გიგა ბოკერია ბრძანდებოდა ერთერთი წამყვანი პირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ დავიწყებული იქნა საერთაშორისო ფორმატებში. არადა, საქართველო იყო პირველი, სადაც განხორციელდა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება. მაშინ ეს ვერ მოხერხდა, ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. 

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები