ევროპული საქართველო

დავით ბაქრაძე: წარსულის ნგრევით მომავალი არ შენდება

ქართული ოცნება არის მხოლოდ წარსულის ლანძღვაზე, წარსულის ნგრევაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა წარსული არის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი მოვდივართ წარსული, ჩვენს მიერ გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებით. მაგრამ, არ შეიძლება ჩვენი მომავლის მიზნად ვაქციოთ წარსულის ნგრევა. ქართული ოცნება ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული პოლიტიკური ძალა, მათ რაც არ უნდა ადმინისტრაციული რესურსი და რაც არ უნდა ძალადობით და დაშინებით მოიგონ არჩევნები, რაც არ უნდა გააკეთონ, ისნი ვერ იქნებიან წარმატებული პოლიტიკური ძალა, იმიტომ რომ ის დგას მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ნგრევაზე. წარსულის ნგრევით მომავალი არ შენდება. აი სწორედ ეს განსხვავება უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც დიდ პატივს სცემს წარსულს და რომელიც სწორად აანალიზებს წარსულის შეცდომებს და ყველაფერს აკეთებს უკეთესი მომავლისთვის. 

ევროპული საქართველოს ყრილობაზე ამბობს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

კომენტარები